პროტესტის 100 დღე.
რუსთაველის გამზირზე, სამ თვეზე მეტია, აქციები ყოველდღე ეწყობა. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დღესაც შეიკრიბნენ. აქციამდე იყო ორი მსვლელობა. დემონსტრანტები დღეს ორ ადგილზე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრნენ.
საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბერს დაიწყო – ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეები კონსტიტუციის დარღვევად და ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევად მიიჩნევენ.
რა განცხადებები კეთდება პარლამენტის წინ პროტესტის მე-100 დღეს.