პროტესტის 84-ე დღე – რუსთაველის გამზირზე აქციები 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღე იმართება. მოქალაქეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. უცვლელია მოთხოვნები – ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.