საპროტესტო აქცია რუმინეთში

ბუქარესტის ქუჩებში ევროკავშირის მხარდასაჭერად ათასობით რუმინელი გავიდა. აქცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დავის ფონზე გაიმართა, რომელიც მაისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას უკავშირდება. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების ორი ტურის გამეორება 4 და 18 მაისს არის დაგეგმილი. დეკემბერში ჩატარებული პირველი კენჭისყრა, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ, რუსული ჩარევის ბრალდებების გამო გააუქმა. ჯორჯესკუს, რომელმაც რუსეთთან კავშირი უარყო, ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. ცენტრისტულ და დამოუკიდებელ კანდიდატებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მემარჯვენე ფრთაც, რომელიც ჯეოჯესკუს ჩანაცვლებას ცდილობს.