საპროტესტო აქცია რესტორან „ბაბილოსთან“- კესო ქაფიანიძის პირდაპირი ჩართვა

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართება. ადგილზე შეკრებილებს მიტანილი აქვთ აქციებზე დაკავებული და დაშავებული მოქალაქეების ფოტოები, ასევე ბანერები წარწერით – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. რესტორანში მისულ მოსამართლეებს მომიტინგეები შეძახილებით დახვდნენ.

რა ვითარებაა ადგილზე და გაკეთდა თუ არა განცხადებები თავად მოსამართლეების მხრიდან? – კესო ქაფიანიძის პირდაპირი ჩართვა #მოამბე