საპროტესტო აქცია რესტორან „ბაბილოსთან“ - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

„ქართულ ოცნებაში“ რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე აქციას მოსამართლეებზე თავდასხმად აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია აგრძელებს ძალადობას მათგან განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებზე. მმართველ პარტიაში ასევე ამბობენ, რომ პოლიცია განვითარებულ მოვლენებს კანონის ფარგლებში უპასუხებს.