საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე

რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლთა და კურიერების საპროტესტო აქცია გაიმართა, რის შემდეგაც მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავტო-მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს – მათ შორის იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მძღოლად რეგისტრაციის პირობების გამკაცრება, რადგან, მათივე თქმით, ისინი მგზავრებს სათანადო მომსახურებას ვერ უწევენ და ნდობას აზიანებენ. ამასთან, მომიტინგეებმა კომპანიების მხრიდან დაბლოკილი მძღოლების უპირობო აღდგენა მოითხოვეს. მათივე განცხადებით, აუცილებელია სატარიფო პოლიტიკისა და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვა. მოთხოვნებს შორის ასევე დასახელდა შეკვეთიდან საპროცენტო განაკვეთის შემცირებასაც. მოგვიანებით, მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავტო-მსვლელობა გამართეს.