საპროტესტო აქცია ქუთაისში

ქუთაისში სამკერვალო საწარმოს 120-მდე თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს.

მკერავების თქმით, ადმინისტრაცია დასაქმებულების შრომით უფლებებს უხეშად არღვევს და ბოლო ერთი თვის ხელფასსაც არ გასცემს.

საპროტესტო აქციას პროფკავშირებიც შეუერთდნენ. ბრალდებებს „ქუთექსის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, სახელფასო დავალიანება მალე დაიფარება, დასაქმებულთა უფლებები კი საწარმოში არ ირღვევა.