საპროტესტო აქცია ქუთაისში

სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. ისინი  სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის შენობის წინ არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის მომატებასა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც სოციალური მუშაკები აცხადებენ, დაუცველი სოციალური მუშაკი ვერ დაიცავს ბავშვს, მსხვერპლსა და ხანდაზმულს.

დატოვე კომენტარი