საპროტესტო აქცია ქუთაისში
რიონის ხეობის მცველების ორგანიზებით ქუთაისში აქცია გაიმართა. მომიტინგეები ასსაფეხურიან კიბესთან შეიკრიბნენ და ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს. მათი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით ქვეყანაში მძიმე რეპრესიები დაკანონდა და სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, ეს კი იმ ფონზე, რომ, ორგანიზატორების განცხადებით, რეგიონებში მოქალაქეები საკუთარი მიწების დასაცავად იბრძვიან და არაერთ უსამართლობას უპირისპირდებიან.