აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც. აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერიასთან ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. მოთხოვნებს შორის იყო ხელახალი არჩევნების ჩატარებაც. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს მესხიშვილის თეატრის წინ და მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. მომიტინგეები მივიდნენ დროებით დაკავების იზოლატორთანაც, სადაც თბილისში აქციის დროს დაკავებულები შეძახილებით გაამხნევეს.