საპროტესტო აქცია ქუთაისში

ევროინტეგრაციის მომხრეები ქუთაისში კვლავ მერიის შენობის წინ იკრიბებიან. აქციას უკვე შეუერთდნენ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები. ამ წუთებში მსვლელობას მართავენ აქციისკენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები. აქციას ასევე შეუერთდებიან ევროინტეგრაციის მომხრე ბაიკერები წყალტუბოდან. აქციის მიზანია ხელისუფლებამ ხალხის ხმა შეისმინოს და გაითავისოს რომ ხალხს სურს ცვლილებები.