ქუთაისში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. როგორც მედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ისინი გმობენ თბილისში საპროტესტო აქციებზე კოლეგებზე განხორციელებულ ძალადობას. ამასთან ერთად ამბობენ, რომ ამ აქტივობით მათ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ დაშავებული ჟურნალისტების ფოტოებიც.