საპროტესტო აქცია ქედაში

მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან რამდენიმე ასეულმა ფერმერმა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებული ახალი რეგულაციები გააპროტესტა.

ცვლილების მიხედვით, 21 ნოემბრიდან იკრძალება ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა და წესდება აქციზის გადასახადი. ადგილობრივები ამბობენ, რომ  თამბაქოს მოყვანა მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ახალი რეგულაციების პირობებში კი მათ შესაძლოა ეს შემოსავალი სრულად დაკარგონ.