საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ გენერალური პროკურორობის შერჩევის პროცესში ირაკლი შოთაძის მონაწილეობა გააპროტესტეს. მესამე სექტორის ნაწილს მიაჩნია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის ამავე პოსტზე აღდგენა მიუღებელია, რადგან შოთაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება.