საპროტესტო აქცია პრეზიდენტის  რეზიდენციასთან

აქცია პრეზიდენტის  რეზიდენციასთან. პროტესტს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მოქალაქეთა ნაწილი, პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების გამო გამოთქვამენ.

შეკრებილების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა აუცილებლად უნდა განმარტოს, რატომ და ვისი რეკომენდაციით მიიღო ეს გადაწყვეტილება.

საქმე ეხება, 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი მოკლეს, რისთვისაც რამაზ დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის პრეზიდენტის მიერ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალებულთა სიაში მოხვდა.

დატოვე კომენტარი