პირველ არხთან საპროტესტო აქცია დასრულდა. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები ტელევიზიის წინ საღამოს 8 საათისთვის შეიკრიბნენ. შენობის წინ ონლაინ მედია-პლატფორმა „მაუწყებელმა“ ღია სტუდია მოაწყო და აქციაზე სიტყვით გამომსვლელების მიმართვებს პირდაპირ ეთერში გადასცემს. პირველ არხთან შეკრებილი მოქალაქეები დღის ეთერს და ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციას ბათუმის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები და ტყიბულის მაღაროდან გათავისუფლებული მაღაროელები შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრის შემდეგ პირველი არხის საინფორმაციო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პირდაპირ ეთერში უწყვეტად შუქდება ყველა საპროტესტო აქცია და მსვლელობა. მაუწყებლის მიერ განსაზღვრულ ფორმატში კი ყოველდღე, 22 საათზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ ეთერი სხვადასხვა პოზიციის მქონე მოქალაქეებს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს ეთმობა.
მოუწოდებენ. ამ წინადადებას მოწინააღმდეგეები ჰყავს. ვადამდელი არჩევნების საკითხს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის კონტექსტში აფასებს გიორგი გახარიას გუნდი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ გუშინდელ შეხვედრას აღარ დასწრებია. პარალელურად ოპოზიციური სპექტრი დოკუმენტს ამზადებს, სადაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მისი ჩატარების წესები და პირობები იქნება გაწერილი. ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი რაც შეიძლება ხისტი ნაბიჯების და გადაწყვეტილებების მომხრეა. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა კვირას ეწურება, ხელისუფლებას ოთხი დღის წინ მიმართა და 29 დეკემბრამდე ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადებისკენ მოუწოდა.