საპროტესტო აქცია პირველ არხთან

პირველ არხთან საპროტესტო აქცია დასრულებულია.

საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საღამოს ეთერთან ერთად დღის ეთერს და ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს ისინი საღამოს 8 საათზე კიდევ ერთხელ მოვიდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილთა აზრით, ტელევიზია საზოგადოების ინტერესებსა და მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საკმარის დროს არ უთმობს. აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ხვალ პირველი არხის წინ სახალხო ტელევიზიას გახსნიან. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრის შემდეგ პირველი არხის საინფორმაციო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პირდაპირ ეთერში უწყვეტად შუქდება ყველა საპროტესტო აქცია და მსვლელობა. მაუწყებლის მიერ განსაზღვრულ ფორმატში კი ყოველდღე, 22 საათზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ ეთერი სხვადასხვა პოზიციის მქონე მოქალაქეებს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს ეთმობა.