საპროტესტო აქცია პირველ არხთან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ამ წუთებშიც იმართება.

შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს არხის მენეჯმენტი, აღდგეს საღამოს ეთერი და გაიხსნას დღის ეთერი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარალელურად ისინი უერთდებიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას და მას სოლიდარობას უცხადებენ.   ბანერებით, – „თავისუფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, – პროტესტს უერთდება პირველი არხის თანამშრომელთა ნაწილიც.

პარალელურად, საპროტესტო აქცია იმართება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. შეკრებილები ამ შემთხვევაშიც ეთერის დათმობას ითხოვენ.