საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარტია „გირჩი“ და მისი მხარდამჭერები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ. მიზეზი ხელისუფლების მიერ გამკაცრებული ნარკოპოლიტიკაა. პარტიის ლიდერების განცხადებით, 2018 წელს კანაფის ლეგალიზაციის შემდეგ, მარიხუანას მოწევასა და მოყვანაზე მინიმალური შეზღუდვები იყო დარჩენილი, თუმცა ახლა მთავრობამ მოქალაქეების პასიურობა დაინახა და მიდგომა გაამკაცრა. „გირჩში“ აცხადებენ, რომ ერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო, რომ ადამიანი მცენარის გამო ციხეში არ უნდა მოხვდეს.