პარლამენტის სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. „თავისუფლება მზიას“ – ამ მოთხოვნით პარლამენტთან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, 24-ე დღეა მზია ამაღლობელი #5 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს, რაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, რათა საყვირებით დეპუტატებისთვის ხმა მიეწვდინათ, პოლიციამ მათ ტროტუარზე გადანაცვლებისკენ მოუწოდა, რა დროსაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა დაიწყო. დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსი სოფო ხორგუანი, „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორის, ნათია ლევერაშვილის განცხადებით, პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა პანდუსიდან, მას ხელი დაარტყეს და თმაზე მოქაჩეს. ამასთან, NEWS.On.ge-ს ინფორმაციით, პოლიცია თავს დაესხა გამოცემის მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.