საპროტესტო აქცია პარლამენტთან

12:03, 04.02.2025

„თავისუფლება მზიას“  – ამ მოთხოვნით პარლამენტთან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას მართავენ. ისინი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის გვერდითა შესასვლელთანაც გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ იმყოფებიან. ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამასთან, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს.

მსგავსი