პროტესტის 32-ე დღე. რუსთაველის გამზირზე აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საავტომობილო გზა დაახლოებით ერთი საათის წინ გადაიკეტა. პარლამენტის მიმდებარედ არ გამოჩენილან საპოლიციო ძალები. მომიტინგეები უკვე თვეზე მეტია ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. შეკრებილები მთავრობასა და საპარლამენტო შემადგენლობას არალეგიტიმურს უწოდებენ და არც მიხეილ ყაველაშვილს არ აღიარებენ. მათი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.