საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეკრებილმა მოქალაქეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“- ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებულმა მოქალაქეებმა საკუთარი დიპლომები საკანონმდებლო ორგანოსთან მიიტანეს.
ერთ-ერთი პერფორმანსის დროს კი მათ კახა კალაძის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მაისურიც დაწვეს. აქციაზე მიიტანეს ბურთებიც და სიმბოლურად ფეხბურთიც ითამაშეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.