საპროტესტო აქცია პარლამენტთან

უნივერსიტეტიდან მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე რამდენიმე საათია მომიტინგეები იმყოფებიან და საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანა არ გამოეთიშოს ევროინტეგრაციის პროცესს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. მოთხოვნებს შორისაა იმ ადამიანების გასამართლება, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს.

აქციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დრომდე არ გამოჩენილან პოლიტიკოსები. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია.