საპროტესტო აქცია პარლამენტთან

სადავო კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულმა გამოსვლებმა ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა. „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ – ამ ლოზუნგით მიმდინარე აქციას უერთდებიან პოლიტიკოსებიც. ოპოზიციონერი ლიდერები ერთობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევით მიზნით უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. თავის მხრივ საპარლამენტო ოპოზიციას სადავო ინიციატივის განხილვის შესაჩერებლად აქტიურობისკენ და ყველა საკანონმდებლო ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.