საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ჯერ ისევ ბუნდოვანია, შეძლებენ თუ არა პოლიტიკური კონკურენტები დიალოგის განახლებას. მანამდე კი, ახალი არჩევნების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაზე აქტივისტები ისევ რჩებიან. პარლამენტის შენობის წინ ამ დროისათვის 14 კარავია გაშლილი. შეკრებილები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რუსთაველის გამზირზე კარვები კიდევ გაიშლება და არ არის გამორიცხული, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და ქვეყანაში ხელახალი კენჭისყრა არ დაინიშნება.

მოამბე

დატოვე კომენტარი