საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ნიკა მელიას თანაპარტიელები და თანამოაზრეები ქუჩაში გადიან.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია აქციებს იწყებს. პირველი საპროტესტო გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებიდან რამდენიმე საათში მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა. ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც აქციები მელიას დაკავებამდეც ჰქონდათ დაანონსებული, ხელისუფლებას ორ მოთხოვნას უყენებენ: ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება. აქცია-მსვლელობები ხვალ და 26 თებერვალს არის დაგეგმილი. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ხელისუფლების ოპონენტები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი, სადაც ოპოზიციის აქტივისტთა ნაწილი მთელი ღამე დარჩება.

ნოდარ ჩაჩუა იმყოფება პარლამენტთან.