საპროტესტო აქცია პარლამენტთან 

მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადანაცვლებამდე პოლიტიკური პროცესი კვლავ ქუჩაში გრძელდება.

ოპოზიციამ საპროტესტო აქციები განაახლა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელისუფლების ოპონენტებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს. გეგმაში იყო სირცხვილის დერეფნის მოწყობაც, თუმცა ოპოზიციური პარტიების შეკრების დროს მმართველი გუნდის წევრები უკვე პარლამენტის შენობაში იყვნენ. ამიტომ წინა აქციების მსგავსად, დღესაც პოლიტიკური სპეკულაციების თემა გახდა საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მისვლის დრო. მმართველ გუნდს განმარტებების გაკეთება ამჯერად იმაზე უწევდა, თუ რატომ მივიდნენ უმრავლესობის წევრები სამსახურში 10 საათზე.

დატოვე კომენტარი