საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტის წინ საპროტესტო გამოსვლა გრძელდება.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მთავრობის გადაყენებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნის შესასრულებლად ადგილზე შეკრებილები ხელისუფლებას კონკრეტულ ვადას უწესებენ და დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. პარალელურად გრძელდება სიტყვით გამოსვლები. საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფებს მოქალაქეები მიმართავენ. ადგილზე ისევ გაშლილია კარვები. გადაკეტილია სამანქანო გზა.

შორენა ხვიჩიას ვრთავთ რუსთაველის გამზირიდან.