საპროტესტო აქცია პარლამენტთან

საპროტესტო მოძრაობა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო, ამ წუთებში პარლამენტთან დასკვნით აქციას მართავს.

სამი თვის თავზე კამპანია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა ისევ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და დღეს უკვე პრემიერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებაა. საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, აქციას შეუერთდა პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძეც. ორგანიზატორების თქმით, დღეს იქნება ერთგვარი შემაჯამებელი აქცია, რის შემდეგაც ისინი სამოქმედო ტაქტიკას შეცვლიან, არჩევნებისთვის დაიწყებენ მზადებას და პარალელურად მივლენ ყველა იმ ადგილზე, სადაც პრემიერ-მინისტრი იქნება.