საპროტესტო აქცია პანკისში

ხელისუფლებას მიმართავენ პანკისის ხეობიდანაც.

26 დეკემბერს სპეც-ოპერაციის დროს დაჭრილი და საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დაზარალებულის სტატუსს და დაკავების ოპერაციაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს. ოთხი თვის წინ დუისში ჩატარებული სპეც-ოპერაციის გამო პრეტენზიები აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრსაც“, რომელმაც დღეს სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილმა სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რასაც პროპორციული ძალის გამოყენება მოჰყვა. თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.