საპროტესტო აქცია პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, ხეობაში ჰესების მშენებლობა არ განხორციელდეს. ხეობის მოსახლეობა ითხოვს, შეწყდეს იმ აქტივისტების პოლიციაში დაბარება და ზეწოლა, ვინც ჰესების აშენების წინააღმდეგია.

მოსახლეობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვა შეადგინა, რომელსაც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გააგზავნიან. პრემიერს ადგილობრივები ჰესების საკითხის პირად კონტროლზე აყვანასა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას სთხოვენ.