საპროტესტო აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებს სოხუმამდე მისასვლელი რამდენიმე გზა გადაკეტილი აქვთ. ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციის დაწყება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომაზე გადადებაზე უარი განაცხადა.

დემონსტრანტები ე.წ. არჩევნების გადადებას ოპოზიციონერი კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვენ. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ბჟანია სავარაუდოდ მოწამლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებსა და იმ ავტომობილებს ატარებენ, რომელთაც ბავშვი ყავთ მგზავრად. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა მოსახლეობას ე.წ. კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების დამხობისკენ და უკანონო აქციების ჩატარებისკენ ნებისმიერი მოწოდების შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს არის დაგეგმილი.