მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აქციას მართავენ. ისინი მთავრობის მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე არ დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ბოლო წლებში მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად გაკეთდა ქვეყანაში, დასავლეთთან ურთიერთობას უკავშირდება და ახლა ამის შეჩერებით განცდა აქვთ, რომ სრულ იზოლაციაში რჩებიან.