საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციიდან აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. ფეხით მსვლელობის შემდეგ აქონდროპლაზიით დაავადებულთა მშობლები ისევ კანცელარიასთან ბრუნდებიან. პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია ისევ გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ასევე ექიმებიც.