მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მარში ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ რედაქციასთან დაიწყო და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დასრულდა. უმაღლესი ინსტანციის შენობასთან აქციები ყოველდღიურად იმართება. მოთხოვნები უცვლელია – ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, დაკავებულების გათავისუფლება და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება.
აქციებს შეუერთდნენ გიორგი კაკალაძე და ლუკა ნაცვლიშვილი, რომლებსაც 10 და 11-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.