საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები
მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებმა დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
მთავარი მოთხოვნები ამ შემთხვევაშიც აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნებია.
მსვლელობის დაწყებამდე რესტორატორებსა და დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ამასთან, მსვლელობის მონაწილეები გზად ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან შეჩერდნენ, კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა დაკავებულების მიმართ და, სიმბოლურად, დაკავებულების სახელები ხმამაღლა წაიკითხეს. ამ წუთებში კი მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.