საპროტესტო აქცია-მსვლელობა ზუგდიდში

მორიგი საპროტესტო აქცია იმართება ზუგდიდში. პროტესტის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ადგილზე მოვიდნენ პლაკატებით, საყვირებითა და სასტვენებით. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდნენ, რომ გააგებინონ თანამშრომლებს, რა ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. რაც შეეხება მოთხოვნებს, ისინი უცვლელი რჩება – ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები და გაგრძელდეს საქართველოს ევროპული კურსი. მოგვიანებით აქცია ტრადიციულად სამხარეო ადმინისტრაციის წინ გაგრძელდება.