„თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ – ამ სლოგანით ზუგდიდში მსვლელობა მოეწყო. სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილებს სამოქალაქო აქტივისტებმა, პედაგოგებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ ისაუბრეს საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
შეკრებილებმა თბილისსა და რეგიონებში აქციების მიმდინარეობისას დაკავებულ მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათი დროული გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მთავარ მოთხოვნად ასევე რჩება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. მოგვიანებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართა მსვლელობაც.