საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

აქციას მართავენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, მათ დღეს დროშებითა და ტარნსფარანტებით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, იმყოფებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და თბილისის მერიასთან. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას. მსვლელობის შემდეგ ისინი რუსთაველზე გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.