საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

15:23, 17.04.2025

საპროტესტო აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან.

სასწავლო დაწესებულებასთან  მსახიობები, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ყოფილი სტუდენტები შეიკრიბნენ. მათ ჩხეიძის სახელოსნოს დახურვა გააპროტესტეს. ისინი გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. მათი თქმით, სახელოსნოს ლიკვიდაცია არ ნიშნავს იდეის ლიკვიდაციას და გაჩერებას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა თეატრალური უნივერსიტეტიდან მსვლელობით კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. ისინი შეუერთდებიან დავით დოიაშვილის მხარდასაჭერ აქციას, სადაც შეკრებილები ვასო აბაშიძის თეატრიდან დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.

მსგავსი