საპროტესტო აქცია – მსვლელობა თბილისში
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს საპროტესტო აქცია-მსვლელობები ეწყობა თბილისში.
სხვადასხვა ადგილიდან დაძრული მარშის მონაწილეები დღის ბოლოს გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტისკენ დაიძრნენ. „არა რუსულ ოკუპაციას“ – ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოქალაქეებს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა. იუნკერების სახელობის მსვლელობების მონაწილეები 1921 წლის 25 თებერვალს განვითარებული მოვლენების გახსენებისას პარალელს დღეს მიმდინარე პროცესებთან ავლებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა დღესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციაზე დაგეგმილია ოკუპაციის თემაზე ფილმის ჩვენება და ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა.
თეონა ხუბულავა იმყოფება რუსთაველის გამზირზე, სადაც დღის მეორე ნახევრიდან დაწყებული მსვლელობების მონაწილეები მივიდნენ.