უწყვეტი პროტესტის მე-80 დღე – მოვლენების მთავარი ეპიცენტრი ისევ რუსთაველის გამზირია, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი მარშით მივიდა. „არა რუსულ დიქტატურას!“ – ამ სლოგანის ქვეშ მოქალაქეები დღეს ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს. მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული პირები.
პროტესტს აშუქებს ნათია ქენქაძე, რომელიც რუსთაველის გამზირიდან გვიერთდება პირდაპირ ეთერში – როგორ მიმდინარეობს აქცია?