პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივლენ კახელები. მარშის მონაწილეები ერეკლე მეორეს მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე ტრანსფარანტებითა და შეძახილებით გაემართნენ. მოთხოვნა უცვლელია – ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება, ხელახალი არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლება.