საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

აქცია-მსვლელობა გამართეს ფრანგულ ენაზე მოსაუბრე ადამიანებმაც. ფრანკოფონები საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით მარშით მივიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საზოგადოების პროტესტს უერთდებიან და მსვლელობის საწყის წერტილად კი სიმბოლურად ევროპული ქვეყნის, საფრანგეთის საელჩო შეარჩიეს. მსვლელობაზე გაჟღერდა მოთხოვნები – გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.