საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები რეჟიმის წინააღმდეგ – ამ სახელწოდებით მარში გამართეს შშმ პირთა მშობლებმა რესპუბლიკის მოედანზე. მათი განცხადებით, აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ კრიზისს, რომელიც გამოწვეულია ხელისუფლების პოლიტიკით და ქვეყანა კარგავს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. შეკრებილების თქმით შექმნილი ვითარება შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობას აფერხებს, რადგან საჭირო პროგრამები სწორედ დასავლური დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ხელახალი არჩევნები, აქციის დროს დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება – ეს არის მათი ძირითადი მოთხოვნები.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდა.