„ძირს რუსული რეჟიმი, ლიტერატურა ცოცხალი და თავისუფალია“, – ამ შეძახილებით მორიგ საპროტესტო მანიფესტაციას აწყობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ამჯერად ლიტერატორები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, შეკრების ადგილი სიმბოლურია და მათ სურთ ქვეყნის ყოველდღიურობა იზიარებდეს ჭავჭავაძის ცხოვრების გზას. ასევე სიმბოლურად მანიფესტაცია გრძელდება გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმამდე, უკვე შემდეგ პროტესტის მონაწილეები შეჩერდებიან მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან. მანიფესტაციამ შესაძლოა ასევე გადმოინაცვლოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.