პროტესტის მე-18 დღე. დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობები ეწყობა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები. მათ რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს და საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ მორიგ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. მომიტინგეები ახალ არჩევნებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ქართველ ხალხს კი დღეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს.