საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ ფანებმა
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ საფეხბურთო კლუბების, „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ ფანები შეიკრიბნენ. ორი დაპირისპირებული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გაერთიანდა და საკუთარი აზრი მშვიდობიანი აქციით გამოხატა. შეკრებილთა მოთხოვნა ახალი არჩევნები, უკანონო პატიმრების გათავისუფლება და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებაა. აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირიდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ.