საპროტესტო აქცია-მსვლელობა
ილიას უნივერსიტეტთან გამართული აქცია და შეკრებილების მოთხოვნა – მოხდეს განათლების რეფორმის უკან გაწვევა – პოლიტიკური შეფასებების თემაა. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის ერთი კორპუსიდან, მეორესთან მსვლელობით გადავიდნენ, სადაც მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დოკუმენტი საკუთარი ხელმოწერებით დაადასტურეს.
მომდევნო აქცია 9 მარტსაა დაანონსებული, სადაც ილიაუნის სტუდენტები სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც ელოდებიან. პროტესტი უკავშირდება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დგინდება, სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას. ასევე დადგინდა კვოტები, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ უნივერსიტეტები.